Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №362/01-01 და თსუ-ს რექტორის  მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 11 აგვისტოს №183/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2025 წლის 17 ოქტომბრის №62/2025 დადგენილება) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 25.11.2025, №30855/31-05), უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 26 ნოემბრის №13 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) საერთაშორისო სამართლის მიმართულება:


ა.ა) ეკა სირაძე - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) მაია ბითაძე - ასოცირებული პროფესორი;


ბ) კონსტიტუციური სამართლის მიმართულება:


ბ.ა) გიორგი კახიანი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ბ) გიორგი თევდორაშვილი - ასოცირებული პროფესორი;


გ) სამართლის ისტორიის მიმართულება:


გ.ა) გოჩა ფერაძე  - ასოცირებული პროფესორი;
გ.ბ) მარიამ ხოფერია - ასოცირებული პროფესორი;
გ.გ) დავით ბოსტოღანაშვილი - ასოცირებული პროფესორი;


დ) სისხლის სამართლის მიმართულება:


გიორგი თუმანიშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ე) ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება:


კობა ყალიჩავა - ასოცირებული პროფესორი;


ვ) კერძო სამართლის მიმართულება:


ვ.ა) თამარ ზოიძე - ასოცირებული პროფესორი;
ვ.ბ) ნათია ჩიტაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ვ.გ) ნატალია მოწონელიძე - ასოცირებული პროფესორი;
ვ.დ) გიორგი მახარობლიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ვ.ე) თამარ ზამბახიძე - ასოცირებული პროფესორი;
ვ.ვ) თამარ ჩიტოშვილი - ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.   დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე